Magdalena Posted March 8, 2022 Posted March 8, 2022 როგორც რესურსი VideoCardz აცხადებს, კომპანია AMD-მ გააზიარა Threadripper PRO 5000 სერიის პროცესორების მახასიათებლები. PRO პრეფიქსის არმქონე ჩიპებს ჯერჯერობით საუბარი არ ეხება და, როგორც ჩანს, მათ პირველ რიგში ვიხილავთ მაღალი წარმადობის კომპიუტერებში - სერიის დებიუტი შედგება Lenovo ThinkStation P620 დესკტოპებში. ფოტოს წყარო: amd.com კომპანიამ დაადასტურა, რომ Threadripper PRO 5000 სერიაში შევა ხუთი მოდელი, რომელთაგან ყველაზე მძლავრი იქნება 64-ბირთვიანი (128-ნაკადიანი) 5995WX საბაზისო სიხშირით 2.7 გჰც. აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა ჩიპს ექნება ერთი და იგივე მაქსიმალური სიხშირე 4.5 გჰც, ხოლო საბაზისო მაჩვენებლები განსხვავებული იქნება. სერიაში არ შევა 48-ბირთვიანი მოდელები - სიდიდით მეორე იქნება 32-ბირთვიანი ჩიპი 5975WX სიხშირით 3.6 გჰც. ამრიგად, საბაზისო რეჟიმში იგი 100 მჰც-ით, მაქსიმალურ სიხშირეზე კი 300 მჰც-ით სწრაფი იქნება წინამორბედთან შედარებით. ფოტოს წყარო: videocardz.com AMD Ryzen Threadripper 5965WX მოდელს ექნება 24-ბირთვი და 48 ნაკადი, საბაზისო სიხშირე - 3.8 გჰც, მაქსიმალური კი - 4.5 გჰც. სერიაში ასევე შედის 16- და 12-ბირთვიანი მოდელები 5955WX (4.0 გჰც) და 5945WX (4.1 გჰც). ყოველი ჩიპის შემთხვევაში TDP-ის დონე იქნება 280 ვატი, რაც შეესაბამება Threadripper 3000 სერიის მახასიათებლებს. მხარდაჭერილი დედა დაფების შესახებ AMD-ს არაფერი უთქვამს, თუმცა დიდი ალბათობით ესენი იქნება მოდელები აქტუალურ WRX80 ჩიპსეტზე განახლებული BIOS-ით. https://tinyurl.com/32umtjya Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.